ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან კიდევ 30 000 ჯარისკაცის მიღებას და მობილიზაციის გაფართოებას გეგმავს – რაც არ არის რუსეთის გეგმებში, ესაა მშვიდობა

რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან კიდევ 30 ათასი ჯარისკაცის მიღებას და მობილიზაციის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ვხედავთ რუსეთის თანამშრომლობასაც ჩრდილოეთ კორეასთან. რუსეთს კიდევ 30 ათასი ჯარისკაცის მიღება სურს ჩრდილოეთ კორეიდან: უკვე ივნისიდან ვორონეჟის ოლქში ემზადებიან მათ მისაღებად.

ასევე, ჩრდილოეთ კორეა გეგმავს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების ახალი გამშვები დანადგარების გადაცემას,” – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი შემოდგომისთვის მობილიზაციის გაფართოებისთვის ემზადება.

“დაზვერვის დეტალური ანგარიშები გვაქვს შემოდგომისთვის რუსეთის გეგმებზე. რაც იქ არ არის – რუსეთის გეგმებში – ესაა მშვიდობა. სამწუხაროდ. ჯერ-ჯერობით. პუტინი ძალისხმევებს ამზადებს მობილიზაციის გასაფართოებლად.

მისი დანაკარგების ციფრები ყველაფერზე მეტყველებს… პუტინი ემზადება ომში ახალი რუსების უბრალოდ წასაყვანად. ის ამას სხვა სიტყვებით, სიგნალებით ფარავს, მაგრამ ემზადება,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ