ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის პუტინს შეხვდეს

ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის პუტინს შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრაც გამართოს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„უკრაინის პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ მზად არის პირადი შეხვედრისთვისაც, რათა რთული საკითხები განიხილონ და ა.შ. შეერთებული შტატები ამ ყველაფერს სრულად უჭერს მხარს“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

თუმცა, როგორც  უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა აღნიშნა, ვლადიმირ პუტინი ამჟამად უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის.

„ის ერთ იდეაზეა ჩაციკლული და ამ იდეის გარშემო საკუთარ წარმოსახვაში მთელი სამყარო ააგო. იქიდან მისი გამოყვანა მედიკამენტების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, უკრაინა და აშშ სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივის შეთავაზებას გააგრძელებენ, თუმცა რუსეთის პოზიცია მხოლოდ მაშინ შეიცვლება, როდესაც ქვეყნის შიგნით ზეწოლა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.