ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი შეხვედრა იყო პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ ოფისში – განვიხილეთ Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიები, ვისაუბრეთ დიპლომატიაზე, მნიშვნელოვანია პროცესი გაცოცხლდეს

პრეზიდენტ ტრამპთან Patriot-ის რაკეტებისა და დიპლომატიის საკითხს განვიხილავდით, კარგი შეხვედრა იყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

“კარგი შეხვედრა იყო პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ ოფისში. მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ერთად ვაკეთებთ უკრაინელების სიცოცხლის დასაცავად და მშვიდობის წინ წასაწევად. პირველ რიგში, პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენი მწუხარება გამოვხატეთ ლინდსი გრემის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ის უკრაინის ნამდვილი მეგობარი იყო.

პრეზიდენტმა და მე განვიხილეთ Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიები და სხვა იდეები, რომლებიც შეიძლება დაგვეხმაროს. ასევე ვისაუბრეთ დიპლომატიაზე – მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიური პროცესი გამოცოცხლდეს. ჩვენი გუნდები მოაგვარებენ მათი შემდგომი კომუნიკაციის დეტალებს. მადლობელი ვარ შეერთებული შტატების მისი მყარი მხარდაჭერისთვის”, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას

ლაშა ფარულავა: საქართველო არც ოქტაგონია და არც ტატამი ეს სამი ათასი წლის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა ქართველობას ამ ერს ვერავინ ასწავლის მუშტებით, მუქარითა და ძალადობით