არქივი8 იანვარი, 2024, 06:39
ვოლოდიმირ ზელენსკი: სამწუხაროდ, დღეს რუსეთი საინფორმაციო სივრცის დიდ ნაწილს აკონტროლებს
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დღეს უკრაინის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაა.
"სამწუხაროდ, დღეს რუსეთი საინფორმაციო სივრცის დიდ ნაწილს აკონტროლებს.
მე ვსაუბრობ არა უკრაინაზე, არამედ სოციალურ მედიაზე ყველგან, ცივილიზებულ სამყაროში - ევროპაში, შეერთებულ შტატებში, დიდი ბრიტანეთში, აფრიკის კონტინენტსა და ლათინური ამერიკაში. რუსეთი უამრავ ფულს დებს სხვა ქვეყნების სხვადასხვა მედიაში, ასევე - სოციალურ ქსელებში", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.