ვოლოდიმირ ზელენსკი – გათვლა გვაქვს, რომ 2026 წლის ბოლომდე Patriot-ებისთვის რაკეტების წარმოების შესაძლებლობა გვექნება

გათვლა გვაქვს, რომ 2026 წლის ბოლომდე Patriot-ებისთვის რაკეტების წარმოების შესაძლებლობა გვექნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „უკრაინა – სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა“ სამიტზე განაცხადა.

„Patriot-ებისთვის ლიცენზიებზე ვმუშაობთ. შეთანხმება გვქონდა, როგორც სწორად თქვით, პოლიტიკური. გათვლა გვაქვს, რომ 2026 წლის ბოლომდე უკრაინული გუნდით ჩვენი რაკეტების, ჩვენი სიძლიერის ამერიკული რაკეტების, ტექნიკურად წარმოების შესაძლებლობა გვექნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ საფრანგეთთან და იტალიასთან მიაღწია შეთანხმებებს რაკეტების წარმოების განვითარებაზე საჰაერო თავდაცვის ევროპული სისტემებისთვის.