ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი ყველა ამერიკელს, ვინც რუსეთზე სანქციების გაძლიერების კანონპროექტზე მუშაობს და ვაფასებ, რომ თეთრი სახლი ამ კანონპროექტის საჭიროებას ხედავს

ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი ყველა ამერიკელს, ვინც რუსეთზე სანქციების გაძლიერების კანონპროექტზე მუშაობს და ვაფასებ, რომ თეთრი სახლი ამ კანონპროექტის საჭიროებას ხედავს

მადლობას ვუხდი ყველა ამერიკელს, ვინც რუსეთზე სანქციების გაძლიერების კანონპროექტზე მუშაობს და ვაფასებ, რომ თეთრი სახლი ამ კანონპროექტის საჭიროებას ხედავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„მადლობას ვუხდი ყველა ამერიკელს, ვინც ამჟამად ამ ომისთვის რუსეთზე სანქციებისა და სხვა ზეწოლის გასაძლიერებლად კანონპროექტზე მუშაობს. სენატორი ლინდსი გრემი ძალიან ბევრს მუშაობდა ძლიერი კანონპროექტის მოსამზადებლად, და მასთან ამას განვიხილავდით ჩვენი შეხვედრების დროს. მახსოვს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მისთვის, და ამას ნამდვილად შეუძლია ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების გაფართოება, რათა რუსეთს დიპლომატია და მშვიდობა ვაიძულოთ. ყველაფერი, რაც რუსეთის შემოსავლებს ამცირებს, ასევე ამცირებს უკრაინისა და სიცოცხლის წინააღმდეგ ომის გაგრძელების შესაძლებლობას. ძალიან ვაფასებ, რომ თეთრი სახლი ამ კანონპროექტის საჭიროებას ხედავს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი სწორედ ის ადამიანია რომლის სიძლიერესაც შეუძლია მშვიდობის დაახლოება. ყველაფერი, რაც ძალას იძლევა მშვიდობისთვის, სასარგებლოა. მადლობა!“, - წერს ზელენსკი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.