-ში გამართული შეხვედრების შესახებ უკრაინის დელეგაციისგან ინფორმაციას მოისმენს

უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები, რუსტემ უმეროვი და ანდრეი გნატოვი დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრების შედეგებს გააცნობენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ველოდები მომზადებულ დოკუმენტებზე სრულ ანგარიშს. ინტენსიურად ვიმუშავეთ, ძირითადად უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტებზე, ასევე მთავარი დოკუმენტის 20 პუნქტზე – უკრაინისა და ამერიკის დელეგაციების მიერ განხილულ ძირითად ჩარჩოზე. რუსტემ უმეროვი და ანდრეი გნატოვი მოხსენებას წარმოადგენენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ძნელი დასაჯერებელია, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის და მკვლელობების გარეშე ცხოვრება შეუძლია.
„ძნელი დასაჯერებელია, რომ პუტინს შეუძლია ცხოვრება მკვლელობებისა და შემოჭრის გარეშე. მაგრამ რუსული ნავთობის ფასის ვარდნა, მკაცრი საერთაშორისო სანქციები და ზეწოლის ყველა სხვა ფორმის გაგრძელება – ეს არის ის, რაც ასეთ ჯიუტ ადამიანსაც კი დაარწმუნებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 21 დეკემბერს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა და -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადეს, რომ ფლორიდაში ბოლო სამი დღის განმავლობაში ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრები პროდუქტიული და კონსტრუქციული იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასა და მის დასკვნებს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა – ანგარიში, რომელიც ერთმა ექსპერტმა 72 საათში მოამზადა, შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას

მასიჰ ალინეჯადი: ხამენეის დაკრძალვაზე მიწვეულთა სია ფაქტობრივად მსოფლიოს ყველაზე ძებნილთა სია იყო – თალიბანი, ჰეზბოლა, ჰამასის მოკავშირეები და რამდენიმე უმნიშვნელო პრეზიდენტი, რომელთა შესახებ თითქმის არავის სმენია