ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჩინეთი რუსეთს უკრაინის ენერგეტიკის ობიექტებზე დარტყმების განხორციელებაში ეხმარება, რაზეც პარტნიორებთან ისაუბრებს

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჩინეთი რუსეთს უკრაინის ენერგეტიკის ობიექტებზე დარტყმების განხორციელებაში ეხმარება, რაზეც პარტნიორებთან ისაუბრებს

ჩინეთი რუსეთს უკრაინის ენერგეტიკის ობიექტებზე დარტყმების განხორციელებაში ეხმარება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან, ოლეგ ივაშჩენკოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
"ვაფიქსირებთ რუსეთის კავშირების გაზრდას ჩინეთში იმ სუბიექტებთან, რომელთაც კოსმოსური დაზვერვის მონაცემების მიწოდება შეუძლიათ. სამწუხაროდ, იყო კორელაციები ჩინური სატელიტების მიერ უკრაინის ტერიტორიის გადაღებასა და ენერგეტიკის შესაბამისი ობიექტების რუსულ დაბომბვებს შორის. ასეთ შემთხვევებს საქმიანობად განვიხილავთ, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთს ომი გააჭიანუროს და დიპლომატიისადმი მიდგომები ნაკლებად სერიოზული გახადოს. ჩვენს პარტნიორებთან ამაზეც ვისაუბრებთ,” - წერს ზელენსკი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.