ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში გამართული შეხვედრების შესახებ უკრაინის დელეგაციის ანგარიში მოისმინა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში გამართული შეხვედრების შესახებ უკრაინის დელეგაციის ანგარიში მოისმინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში გამართული შეხვედრების შესახებ უკრაინის დელეგაციის ანგარიში მოისმინა.
„რუსტემ უმეროვმა და ანდრეი გნატოვმა ამერიკულ გუნდთან შეხვედრების შემდეგ დეტალური მოხსენება წარადგინეს. მათ პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან პროდუქტიულად იმუშავეს და რამდენიმე დოკუმენტის პროექტი მომზადდა. კერძოდ, ეს არის დოკუმენტები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების, აღდგენისა და ამ ომის დასრულების ძირითადი ჩარჩოს შესახებ. პუნქტები ისეა ჩამოყალიბებული, რომ ომის ნამდვილად დასრულების ამოცანას და რუსეთის მესამე შემოჭრის თავიდან აცილების აუცილებლობას შეესაბამება“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, მოლაპარაკებების ყოველი რაუნდი უკრაინის ინტერესების დაცვას ხელს უწყობს.
„მხარდაჭერისა და კოორდინაციისთვის ევროპელი პარტნიორების მადლობელი ვარ. აშშ-თან დიალოგის გაგრძელებას მოუთმენლად ველით. მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიური მუშაობა რუსეთზე ზეწოლასთან და უკრაინისთვის აუცილებელ მხარდაჭერასთან ერთად მიმდინარეობდეს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.