ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ ლავროვის განცხადება რუსეთის კიდევ ერთი ტყუილია – მათ ამ ომის დასრულება არ სურთ, ყველა ფხიზლად უნდა იყოს, შესაძლოა, დედაქალაქზე დარტყმა განხორციელდეს

პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ ლავროვის განცხადება ტყუილია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.
„რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი ტყუილი. გუშინ ტრამპთან შეხვედრა გვქონდა და თუ ამერიკასთან სკანდალი არ გვაქვს და პროგრესს ვაღწევთ, რა თქმა უნდა, რუსებისთვის ეს წარუმატებლობას ნიშნავს, რადგან, მათ ამ ომის დასრულება არ სურთ“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, რუსეთი უკრაინის სამთავრობო შენობებზე თავდასხმისთვის ნიადაგს ამზადებს.
„ყველა ფხიზლად უნდა იყოს. შესაძლოა, დედაქალაქზე დარტყმა განხორციელდეს“, – აღნიშნავს ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ევროპელებს რეაგირებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „29 დეკემბრის ღამეს, კიევის რეჟიმმა დრონების გამოყენებით ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა“. ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ „საპასუხო დარტყმისთვის ობიექტები შერჩეულია“.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან