ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცსა და ალექსანდრ სტუბს ესაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცსა და ალექსანდრ სტუბს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცსა და ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ სტუბს ესაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფრიდრიხ მერცთან სატელეფონო საუბრისას ფლორიდაში, აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შედეგები განიხილა.
„გერმანიის კანცლერს ძირითადი საკითხების შესახებ ვაცნობე. რა თქმა უნდა, ასევე, ჩვენ განვიხილეთ დღევანდელი რუსული ყალბი ამბავი, რომელსაც მოსკოვი იყენებს, რათა დიპლომატიას ძირი გამოუთხაროს და ომის გაჭიანურება გაამართლოს“, - წერს ზელენსკი X-ზე.
ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ფინელ კოლეგას, ალექსანდრ სტუბსაც ესაუბრა.
„ჩვენ პრეზიდენტ ტრამპთან და მის გუნდთან შეხვედრების შედეგები განვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ რუსები ყალბ ამბებს ავრცელებენ უკრაინაზე თავდასხმებისა და ომის გახანგრძლივების გასამართლებლად, მსოფლიოს წამყვან სადაზვერვო სამსახურებს ნამდვილი ინფორმაცია აქვთ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.