დონალდ ტუსკი – ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პოლონეთში რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა

ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პოლონეთში რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ლუბლინში, საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

დონალდ ტუსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე მასშტაბური იერიშის დროს პოლონეთში, სოფელ ტარნავა-კოლონიაში რაკეტა ჩამოვარდა.

მისი თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

„მზად ვიყავით რაკეტა ჩამოგვეგდო, თუ ფრენას გააგრძელებდა. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს Kh-101-ის ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტა იყო“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…