“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ვაშინგტონისა და ბრიუსელის ბოლოგადაწყვეტილებებს „ქართული ოცნების“ რეჟიმისთვის მიყენებულ „უმწარეს დარტყმას“ უწოდებს.
გვარამიას თქმით, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტით დასახული ამოცანები დაევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც ყულევის ქარხანასა და ქართულკრიპტოპლატფორმებს ეხება, მიზანმიმართული სასჯელია ივანიშვილის ხელისუფლებისთვის დაარა საქართველოსთვის, რაც ოპოზიციისა და საზოგადოების მხრიდან კიდევ უფრო აქტიურ დაკოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს.
“დღეს ორი უზუსტესი და უმწარესი დარტყმა მიიღო “ქართულმა ოცნებამ”, მისთვის ყველაზე მტკივნეულ წერტილებში: ფული და რუსული კავშირები . ვაშინგტონმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ჩადო მოთხოვნა, გამოძიებულ იქნეს, რამდენად გაჟღენთილია რეჟიმის უსაფრთხოების სტრუქტურები რუსული და ჩინური სადაზვერვო ქსელებით. იგივე აქტმა, საქართველოსთაბ სამხედრო თანამშრომლობა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას დაუკავშირა. ეს ორპარტიული წითელი ბარათია “ქართული ოცნებისთვის” და ამერიკის ნებისმიერ თანამდებობის პირს თუ ადმინისტრაციას ძალიან გაუჭრიდება კონკრეტული კონტექსტური მოსაზრებით თუ სიტუაციური საჭიროების გამო შერბილების კუთხით გადახედოს ქოცებთან ურთიერთობას, თუნდაც ტრანზაქციული პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე.
ბრიუსელმა კი დღეს ტრანზაქციები აუკრძალა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, სადაც თვეების განმავლობაში მშვიდად მუშავდებოდა რუსული ნავთობი და შემდეგ ექსპორტირდებოდა, როგორც ქართული. ამით “ქოცები” და პირადად ივანიშვილი შოულობდნენ უზარმაზარ ფულს, ხოლო საქართველო იღებდა უმძიმეს რეპუტაციულ ზიანს, როგორც რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დამხმარე ქვეყანა, რომელიც პარაზიტირებს ომზე.
ევროკავშირის სანქციების 21ე პაკეტშივე აღმოჩნდა ქართული კრიპტოპლატფორებიც: ისევ და ისევ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც რეჟიმის გამდიდრების და ქვეყნის დაზიანების ისეთივე მუშა მექანიზმია, როგორც ყულევის ქარხანა. კრიპტომომსახურების პლატფორმების შემდეგ, ჯერი დგება კრიპტომაინინგზე, რაშიც სრულიად ქოცელიტაა ჩართული, ხოლო პირადად ივანიშვილი უმსხვილესი ქარხნების მფლობელია, რომლებიც პრაქტიკულად სახელმწიფო რესურსით იღებს უზარმაზარ შემოსავლებს, აძვირებს დენს მოქალაქეებისთვის და თან პრაქტიკულად არავის არ ასაქმებს და არანაირი ხეირი არ მოაქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის, მათ შორის, არც გადასახადების სახით.
ცხადია, ეს არაა საქართველოს დასჯა. ეს არის სასჯელი ივანიშვილის რეჟიმისთვის, თან ძალიან ცხადი, დროული, სწორად კალიბრირებული და სწორად დამისამართებული.
მთავარია, ეს ყველაფერი ამავე ტემპით და ასეთივე სწორხაზოვნებით გაგრძელდეს. აქ კი გადამწყვეტი ისაა, როგორ ვიქცევით ჩვენ, როგორც უცხოელ მეგობრებთან მუშაობისას (რასაც ქოცები საბოტაჟს ეძახიან და რისთვისაც გვასამართლებენ), ასევე ქვეყნის შიგნით ერთმანეთთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას”, – წერს გვარამია.



