არქივი4 აგვისტო 2026, 21:20
“გრიგოლეთში ზღვამ რუსული საზენიტო რაკეტა 9M335–ის სასტარტო ამაჩქარებელი გამორიყა” – გიგა ინაშვილი

გიგა ინაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:
გრიგოლეთში სანაპიროზე წყალმა რუსული საზენიტო რაკეტა 9M335 ის სასტარტო ამაჩქარებელი გამორიყა.ეს არის Панцирь-С1 ტიპის საზენიტო-სარაკეტო-საქვემეხო სისტემის ბიკალიბრული საზენიტო რაკეტის სასტარტო ამაჩქარებელი/ბუსტერი, რომელსაც გაშვების შემდეგ რაკეტა კურსზე გაყავს, რამდენიმე წამში, სარაკეტო საწვავის დაწვის შემდეგ რაკეტის კორპუსსსცილდება და დაბლა ვარდება.
დამზადებულია მინაბოჭკოსგან.საშიში არ არის
სავარაუდოდ გაშვებული უნდა იყოს აფხაზეთიდან ბოლო პერიოდში უკრაინული დრონების ჩამოსაგდებად.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.