არქივი9 მარტი, 2026, 20:00
დონალდ ტრამპი მოჯთაბა ხამენეიზე - მისით უკმაყოფილო ვარ

დონალდ ტრამპის განცხადებით, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად დანიშვნით უკმაყოფილოა.
New York Post-ის კითხვაზე, თუ რა გეგმებია აქვს ირანის ახალ უზენაეს ლიდერთან, აიათოლა მოჯთაბა ხამენეისთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამის თქმა ჯერჯერობით არ შეუძლია.
„ვერ გეტყვით. მისით უკმაყოფილო ვარ“, - განაცხადა ტრამპმა.
ასევე, ტრამპის თქმით, ირანში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სახმელეთო ძალების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან „ახლოს არ არის“.
„ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.