ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ირანი თითქმის დასრულების პირასაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ დავასრულებთ

დონალდ ტრამპი - ირანი თითქმის დასრულების პირასაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ დავასრულებთ

ირანი თითქმის დასრულების პირასაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ დავასრულებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, „ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ომი უკვე მოგებულია“.

„მათ საზღვაო ფლოტი აღარ ჰყავთ, საჰაერო ძალები აღარ ჰყავთ და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აღარ აქვთ. ამ ქვეყნის თავზე თავისუფლად ვმოქმდებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ირანში ისეთი ლიდერის ნახვა სურს, რომელმაც „იცის, რას აკეთებს და ქვეყნის აშენება შეუძლია“.

„თეირანის ისეთ ნაწილებს შეგვიძლია დავარტყათ, რაც ირანის აღდგენას შეუძლებელს გახდის. მაგრამ, ჩვენ ეს არ გვსურს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.