დონალდ ტრამპი – ირანელებს მოლაპარაკებები სურთ, მე ვუთხარი: „უკვე გვიანია“

ირანს მოლაპარაკებები სურს – უკვე გვიანია , – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„მათი საჰაერო თავდაცვა, საჰაერო ძალები, საზღვაო ფლოტი და ხელმძღვანელობა აღარ არის. მათ მოლაპარაკებები სურთ. მე ვუთხარი: „უკვე გვიანია“!“, – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ირანში ოპერაცია, სავარაუდოდ, 4-დან 5 კვირამდე გაგრძელდება.

ამასთან, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ს „იარაღის შეუზღუდავი მარაგი აქვს და მზადაა დიდი გამარჯვებისთვის“.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ