დონალდ ტრამპი: ვისაც ხამენეის მემკვიდრედ მოვიაზრებდით, ყველა მკვდარია და ვისაც ახლა მოვიაზრებთ, შეიძლება ისიც მოკვდეს

“ვისაც ხამენეის მემკვიდრედ მოვიაზრებდით, ყველა მკვდარია და ვისაც ახლა მოვიაზრებთ, შეიძლება ისიც მოკვდეს” | თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მიმდინარე პრესკონფერენციაზე:
• ჟურნალისტი: ბატონო პრეზიდენტო, რა შეიძლება იყოს მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი ირანში?
• ტრამპი: მგონი ყველაზე ცუდი ის იქნება, თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ და შემდეგ მმართველად მოვა ვიღაც
ისეთი, ვინც ისეთივე ცუდი იქნება, როგორც მისი წინამორბედი. ჩვენ არ გვინდა, რომ ასე მოხდეს…
• ჟურნალისტი: ვინმე კონკრეტული გყავთ მხედველობაში?
• ტრამპი: იმ ხალხის უმეტესობა, ვინც მხედველობაში გვყავდა, მკვდარია, მოვიაზრებდით ჯგუფს, რომელიც მკვდარია. ახლა მხედველობაში სხვა ჯგუფი გვყავს, რომელიც შეიძლება ასევე მოკვდეს, ცნობებიდან გამომდინარე. ვფიქრობ მესამე ტალღა ახლოვდება და მალე მხედველობაში აღარავინ გვეყოლება

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ