ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - კუბაც დაეცემა

დონალდ ტრამპი - კუბაც დაეცემა

კუბაც დაეცემა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, „ხალხს ძალიან მოსწონს ის, რაც ხდება“ და ირანის მთავრობა უკანასკნელი არ იქნება, რომელიც დაეცემა.

„ჩვენ მათ ნავთობისა და ფულის მიწოდება შევუწყვიტეთ - ყველაფერი რაც ვენესუელიდან შედიოდა, რომელიც მათი ერთადერთი წყარო იყო. ახლა მათ შეთანხმების დადება სურთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის ცნობით, მისი ადმინისტრაცია კუბასთან კონტაქტშია.

„მათ დახმარება სჭირდებათ. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.