ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - უკრაინასთან მოლაპარაკებებში ზოგიერთ საკითხზე საერთო ენის პოვნა უფრო ადვილია, ზოგიერთზე დაახლოება კი შეუძლებელი

დიმიტრი პესკოვი - უკრაინასთან მოლაპარაკებებში ზოგიერთ საკითხზე საერთო ენის პოვნა უფრო ადვილია, ზოგიერთზე დაახლოება კი შეუძლებელი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ზოგიერთ საკითხზე საერთო ენის პოვნა უფრო ადვილია, ზოგიერთზე კი დაახლოება შეუძლებელია.
პესკოვმა ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, მიაღწიეს თუ არა მხარეებმა პროგრესს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით.
„ზოგიერთ საკითხზე შეხების წერტილის პოვნა უფრო ადვილია. არის საკითხები, სადაც შეხების წერტილის პოვნა უფრო რთულია - სამწუხაროდ, იქ დაახლოების შესახებ კონსტანტირება შეუძლებელია“, - აღნიშნა პესკოვმა.
მისი მტკიცებით, უკრაინაში სიტუაციის მოგვარებასთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიცია თანმიმდევრულია და რუსეთი კვლავ ღიაა მოლაპარაკებებისთვის.
„ზელენსკი კონტაქტებს გვთავაზობს. პუტინმა განაცხადა, რომ კონტაქტები შესაძლებელია მოსკოვში - ეს პოზიცია ჩვენს პოზიციად რჩება და საკმაოდ თანმიმდევრულია. ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. ხედავთ, მიმდინარეობს მუშაობა სამუშაო ჯგუფების მეშვეობით. მივესალმებით ამას და მზად ვართ გავაგრძელოთ ეს მუშაობა უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა პესკოვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.