დიმიტრი პესკოვი – სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება, სანამ კიევის რეჟიმი შესაბამის გადაწყვეტილებებს არ მიიღებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას განაგრძობს, სანამ კიევი შესაბამის გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.
„სანამ კიევის რეჟიმი შესაბამის გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, რუსეთის პოზიცია უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ცნობილია როგორც კიევისთვის, ასევე ვაშინგტონისთვის.
„ჩვენი პოზიცია (უკრაინასთან დაკავშირებით) ძალიან ნათელია. ეს კარგად ესმით როგორც კიევის რეჟიმს, ასევე ამერიკელ მომლაპარაკებლებს, რომლებიც კეთილ სამსახურს წევენ ამ სამმხრივი მოლაპარაკებების წარმოების კუთხით და რომელთა მიმართაც მადლიერები ვართ მათი ძალისხმევისთვის“, – განაცხადა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი – 2008 წლის ომიდან 18 წლის თავზე, კვლავ გამოწვევად რჩება საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა