დიმიტრი პესკოვი – სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება, სანამ კიევის რეჟიმი შესაბამის გადაწყვეტილებებს არ მიიღებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას განაგრძობს, სანამ კიევი შესაბამის გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.

„სანამ კიევის რეჟიმი შესაბამის გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, რუსეთის პოზიცია უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ცნობილია როგორც კიევისთვის, ასევე ვაშინგტონისთვის.

„ჩვენი პოზიცია (უკრაინასთან დაკავშირებით) ძალიან ნათელია. ეს კარგად ესმით როგორც კიევის რეჟიმს, ასევე ამერიკელ მომლაპარაკებლებს, რომლებიც კეთილ სამსახურს წევენ ამ სამმხრივი მოლაპარაკებების წარმოების კუთხით და რომელთა მიმართაც მადლიერები ვართ მათი ძალისხმევისთვის“, – განაცხადა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია