ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - სამმხრივი ჯგუფი უკრაინის საკითხზე მუშაობას აგრძელებს - ეს არის ძალიან რთული მოლაპარაკებები

დიმიტრი პესკოვი - სამმხრივი ჯგუფი უკრაინის საკითხზე მუშაობას აგრძელებს - ეს არის ძალიან რთული მოლაპარაკებები

უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მიზნით მუშაობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, მუშაობა მიმდინარეობს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, მიღწეულია შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მუშაობა გაგრძელდება.
„ეს არის ძალიან რთული მოლაპარაკებები, რომელიც ექსპერტების დონეზე დაიწყო. როგორც იცით, მიღწეულია შეთანხმება მათი გაგრძელების შესახებ. მუშაობა გაგრძელდება“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, 23-24 იანვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის რუსეთ-ომის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.