დიმიტრი პესკოვი – უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები აბუ-დაბიში 4-5 თებერვალს გაიმართება – რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა უცვლელია

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აბუ-დაბიში უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ხვალ დაიწყება და ხუთშაბათამდე გაგრძელდება.
მისი თქმით, მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა ისეთივე დარჩება, როგორიც წინა შეხვედრაზე იყო.
„თუ გულისხმობთ უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობას, რომელიც ხვალ იწყება და ხუთშაბათამდე გაგრძელდება, მაშინ ეს იგივე დელეგაცია იქნება, რაც წინა შეხვედრაზე. მას [რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი] კოსტიუკოვი უხელმძღვანელებს“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება