დიმიტრი პესკოვი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასის ტერიტორია უნდა დატოვოს – ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა

რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ამ აშშ-სთან და უკ­რა­ი­ნას­თან არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში და­გეგ­მილ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის­გან ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი მი­ი­ღო, – ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერ­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • “გუ­შინ ღა­მით მათ სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის­გან ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი მი­ი­ღეს“, – აღ­ნიშ­ნა პეს­კოვ­მა.

კრემ­ლის პრესს­პი­კერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი დონ­ბა­სი­დან უნდა გა­ვიდ­ნენ და რომ ეს მოს­კო­ვის მიერ წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რო­ბაა.

“რუ­სე­თის პო­ზი­ცია კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, რომ უკ­რა­ი­ნამ, მის­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა დონ­ბა­სის ტე­რი­ტო­რია უნდა და­ტო­ვოს. ისი­ნი იქი­დან უნდა გა­იყ­ვა­ნონ. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რო­ბაა“, – აღ­ნიშ­ნა პეს­კოვ­მა.

მისი თქმით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-ში გა­ყი­ნუ­ლი რუ­სუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი­დან თან­ხის ნა­წი­ლი, შე­საძ­ლოა, დონ­ბას­ში ომის დროს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის აღ­სად­გე­ნად გა­მო­ი­ყე­ნონ.

“პუ­ტინ­მა ასე­ვე თქვა, რომ ის შე­იძ­ლე­ბა და­ი­ხარ­ჯოს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის აღ­დგე­ნა­ზე. ამ კონ­ტექ­სტში, ახლა შე­მიძ­ლია ერთი რამ ვთქვა: დონ­ბას­ში მდე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ზი­ან­და“, – აღ­ნიშ­ნა პეს­კოვ­მა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”