ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები აბუ-დაბიში 4-5 თებერვალს გაიმართება - რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა უცვლელია - პესკოვი

უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები აბუ-დაბიში 4-5 თებერვალს გაიმართება - რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა უცვლელია - პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აბუ-დაბიში უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფისმოლაპარაკებების ახალი რაუნდი ხვალ დაიწყება და ხუთშაბათამდე გაგრძელდება.
მისი თქმით, მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა ისეთივე დარჩება, როგორიც წინა შეხვედრაზე იყო.
„თუ გულისხმობთ უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობას, რომელიც ხვალ იწყება და ხუთშაბათამდე გაგრძელდება, მაშინ ეს იგივე დელეგაცია იქნება, რაც წინა შეხვედრაზე. მას [რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი] კოსტიუკოვი უხელმძღვანელებს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ipn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.