“მე მუშად ვმუშაობ და რომც გამიშვან კიდე მუშა და მონა ყველას სჭირდება, თქვენნაირ ხალხს – ვინც ვერ აფასებს მუშას. სანამ თქვენ მოხვიდოდით იყო საუბარი, რომ 30%-ით უნდა მოგვმატებოდა ხელფასები. ჩვენი ხელფასები ისევ ისეა და აღარც ისმის ხელფასის მომატებაზე არაფერი. 760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი. მე რა გავაკეთო ოჯახი რომ მყავს, ცოლი და შვილები და ფული რომ არ მაქვს? ჩემი ანგარიში, რომ მაქვს მაღაზიაში, თვიდან თვემდე რომ მაძლევენ ნისიად და ვალს, რომ ვერ ვიხდი, რა გავაკეთო?.. ხვალ არის 22, პროცენტი მაქვს შესატანი, ხვალ თუ ხელფასები არ დაირიცხება სპეც. მანქანის მუშები ყველა გავჩერდებით… ვშრომობთ, ვწვალობთ და ჩვენ ნაშრომს აღარ გვაძლევთ? ჩვენი ოხერი მოგვეცით…“ | ხაშურის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ქალაქის მერს მიმართავს და კუთვნილ ანაზღაურებას სთხოვს.




