ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დეფიციტის გამო მოსკოვში საწვავის გაყიდვა იზღუდება

დეფიციტის გამო მოსკოვში საწვავის გაყიდვა იზღუდება
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის უწყვეტი თავდასხმების ფონზე საწვავის კრიზისი მწვავდება | დეფიციტის გამო მოსკოვში საწვავის გაყიდვა იზღუდება | ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს და წერს, რომ ერთ ადამიანზე დასაშვები იქნება 60 ლ. ბენზინისა და 100 ლ. დიზელის გაყიდვა
💬 "ახალ მოსკოვში ბენზინგასამართმა სადგურებმა დაიწყეს განცხადებების გამოკვრა, რომელთა მიხედვითაც ბენზინის გაყიდვა ერთ ადამიანზე 60 ლიტრამდე, ხოლო დიზელის საწვავის - 100 ლიტრამდე იზღუდება. საწვავის გაყიდვის ეს წესები ძალაში დარჩება „შემდეგ შეტყობინებამდე" | აღნიშნულია განცხადებაში
🔻 მანამდე, სევასტოპოლში რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელისუფლებამ თავდაპირველად ბენზინის გაყიდვა ერთ ადამიანზე 20 ლიტრამდე შეზღუდა და დიზელის საწვავზე ტალონები შემოიღო. მოგვიანებით მათ AI-92 და AI-95 მარკის ბენზინის „დროებითი“ დეფიციტის შესახებ განაცხადეს. ყირიმში ბენზინგასამართმა სადგურებმა ასევე დაიწყეს ერთ ადამიანზე არაუმეტეს 20 ლიტრი AI-95-ის გაყიდვა. საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები უკრაინის სხვა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოლქებშიც დაწესდა, მათ შორის ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში. მოსკოვის ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასების ზრდაც გრძელდება
🔻 Bloomberg-ის შეფასებით, მაისში უკრაინამ დაამყარა რეკორდი მთელი ომის განმავლობაში, როდესაც თვის განმავლობაში რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს 16-ჯერ დაესხა თავს. ასევე 10-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა ნავთობსადენებზე, ნავთობის ბაზებსა და პორტებზე
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.