ირაკლი : ზვიად ხარაზიშვილს, მას ეკუთვნოდა ღირსების ორდენი იმის გამო, რომ მან და პოლიციის სხვა წარმომადგენლებმა დაიცვეს ჩვენი სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალების მცდელობისგან

“რაც შეეხება ზვიად ხარაზიშვილს, მას ეკუთვნოდა ღირსების ორდენი იმის გამო, რომ მან და პოლიციის სხვა წარმომადგენლებმა დაიცვეს ჩვენი სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალების მცდელობისგან, ძალადობრივი მცდელობისგან. ამის გამო, ზვიად ხარაზიშვილი, ისევე როგორც -ს და გდდ-ს სხვა წარმომადგენლები იმსახურებდნენ სათანადო შეფასებას და დაფასებას. რაც შეეხება ძალადობას, ძალადობას სჭირდება ბუნევრივია სათანადო რეაგირება. იყო კონკრეტული გადაცდომები, კონკრეტული ექსცესები და ამასთან დაკავშირებითაც დადგა პასუხისმგებლობა. ხარაზიშვილის მხრიდან არ იყო არავითარი კონკრეტული ძალადობრივი აქტი, არანაირი ძალადობრივი აქტი არ იყო” – თქვა ირაკლი კობახიძემ გდდ-ს ყოფილ უფროსზე, ზვიად ხარაზიშვილზე იგივე ხარებაზე დასმული შეკითხვის პასუხად
TV პირველის ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ კადრები არსებობს, სადაც ჩანს მანქანასთან როგორ ურტყამს წიხლს მოქალაქეს, კობახიძემ უპასუხა: “შეგვიძლია მივმართოთ ერთად სამართალდამცავ ორგანოებს და ვნახოთ, რასთან გვაქვს რეალურად საქმე, არის თუ არა აქ ისეთი სამართალდარღვევა, რაზეც უნდა ყოფილიყო განსხვავებული რეაგირება, ამაზე შეგვიძლია ყველამ ერთად ვიმსჯელოთ, მაგრამ რაც შეეხება ზვიად ხარაზიშვილის დაჯილდოებას, ის იმსახურებდა ჯილდოს იმის გამო, რომ მან და -ს სხვა წარმომადგენლებმა დაიცვეს ჩვენი სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივი მცდელობისგან”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს