ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ - ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ - ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ შეძახილებით “მონებო”.
მთავრობის სახლთან შეკრებილი მოქალაქეები ასევე სკანდირებენ - "არჩევნები", "არჩევნები".
“ელჩები ქართული ოცნების” კურსს ემიჯნება, მათ შორის ძალოვნები. მოვითხოვთ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, ასევე დროებითი მთავრობაა საჭირო. აქ რაიმე ძალადობას არ ვგეგმავთ, მხოლოდ ერთი გზავნილია, საქართველოს არჩევანი ევროპაა”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობის სახლთან მშვიდობიან აქციას მართავენ და არ აპირებენ საქართველოს ევროპული მომავლის დათმობას.
აჭარის მთავრობის სახლის და საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარ შესასვლელთან სპეცრაზმის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.