ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან აქცია-მსვლელობით დაბრუნდნენ

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან აქცია-მსვლელობით დაბრუნდნენ

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან აქცია-მსვლელობით დაბრუნდნენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო სტრატეგიული პარტნიორებს კარგავს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში არალეგიტიმური მთავრობაა, რომელიც ქვეყანას მართავს და რუსეთისკენ მიჰყავს.
„აჭარის მთავრობის სახლთან ვაგრძელებთ პროტესტს, მნიშვნელოვანია, რომ ცივილურმა სამყარომ გაიგოს ჩვენი ხმა. საქართველოს გზა არის ევროპა და არ დავუშვებთ სხვას. გაიგოს არალეგიტიმურმა მთავრობამ, რომელიც ხელისუფლებაშია, ნუ ამოეფარებით სპეცრაზმელებს, ქართველი ხალხის უმრავლესობამ იცის, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
აჭარის მთავრობის სახლთან სპეცრაზმის თანამშრომლები არიან მობილიზებული. თავის მხრივ, მთავრობის სახლთან მყოფი სტუდენტები საქართველოს ჰიმნს ასრულებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.