ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლიდან რუსთაველის ქუჩაზე მსვლელობას აწყობენ

ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლიდან რუსთაველის ქუჩაზე მსვლელობას აწყობენ. აღნიშნული ქუჩის ორივე მონაკვეთი პარალიზებულია.
აქციის მონაწილეების თქმით, საპროტესტო მსვლელობით აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობისკენ მიემართებიან. ისინი აცხადებენ, რომ “რუსულ ოცნებას” დისკომფორტს ყველგან შეუქმნიან.
ისმის შეძახილები “საქართველო გამოდი”.
„არა რუსულ მთავრობას, გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს. დიახ, დღეს რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყანა, ბრძოლა მიმდინარეობს დღეს ახლა აქ ქუჩაში“, – აღნიშნეს მათ.
აჭარის მთავრობის სახლთან სპეცრაზმის თანამშრომლები რჩებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს