ბათუმში აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის სახლთან მივიდნენ შეძახილებით: „საქართველო“ - ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები

“საქართველო” - ამ შეძახილებით ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ. მათი
განცხადებით, ხელისუფლებამ მთავრობის შენობასთან დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება მოახდინა, მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშინებლად.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „რუსი მილიციელების” არ ეშინიათ.
აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეები საქართველოს ჰიმნს ასრულებენ, პერიოდულად ისმის შეძახილები “საქართველოს გზა ევროპაშია”.
აღსანიშნავია, რომ მანამდე აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან გამართეს აქცია. ასევე, ევროკავშირის დროშა გადმოფინეს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.