ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლთან მივიდნენ - ისმის შეძახილები: „მონები“

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლთან მივიდნენ - ისმის შეძახილები: „მონები“

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეძახილებით, “მონებო” აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქვეყანას „დიქტატორი მართავს და აქციის მონაწილეთა მიმართ სასტიკ მეთოდებს იყენებს“.
“ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ხათუნა ბოლქვაძემ, რომელმაც დაკავებულთა მიმართ უმკაცრესი ფორმა გამოიყენა, ჩვენ მის ლექციებს უნივერსიტეტში არ დავესწრებით. მან უდანაშაულო ადამიანები დასაჯა, რაც მიუღებელია. ვრჩებით აჭარის მთავრობის სახლთან და ვაგრძელებთ პროტესტს, ერთი მიზნით, რომელიც წინაპრებმა დაგვიტოვეს, ეს არის “ევროპული გზა”, - აცხადებენ შეკრებილები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.