აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირება იყო, დააკავეს ერთი პირი

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც სამართალდამცავებმა, ერთი პირი დააკავეს.
პოლიციელების ინფორმაციით, დაკავებულმა აჭარის მთავრობის სახლთან მყოფ სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თავის მხრივ, საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაკავებული პირი მათთვის უცნობია.
მათივე თქმით, საპროტესტო აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.
„აჭარის მთავრობის შენობაზე, განთავსებულ მონიტორზე, თვალს ვადევნებთ თბილისში მიმდინარე პროცესებს, ამ დროს, მოხდა დაპირისპირება, ჩვენთვის უცნობი ადამიანი დააკავეს, მშვიდობიანი პროტესტი გვაქვს, საპროტესტო აქცია თითქმის დასასრულისკენ იყო, როდესაც სიტუაცია დაიძაბა”, – ამბობენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი