ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან სიმბოლურად ნაძვის ხე დადგეს, რომელზეც პროტესტის დროს დაშავებულთა ფოტოები ჩამოკიდეს

აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან სიმბოლურად ნაძვის ხე დადგეს, რომელზეც პროტესტის დროს დაშავებულთა ფოტოები ჩამოკიდეს

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან სიმბოლურად ნაძვის ხე დადგეს, რომელზეც თბილისში აქციის დროს დაშავებული აქციის მონაწილეების ფოტოები ჩამოკიდეს.
შეკრებილების თქმით, “მოძალადე სისტემამ უნდა ნახოს, მშვიდობიანი მოქალაქეები რომლებსაც ჯანმრთელობა დაუზიანეს და კლინიკებში იმყოფებიან”.
აქციის მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობაც მოაწყვეს და წინასწარი დაკავების იზოლატორთანაც მივიდნენ, სადაც დაკავებულებს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს. “საშინელებაა, რაც თბილისში ხდება, ახალგაზრდებს სისხლის სამართლის მუხლით აპატიმრებენ, ათას სიბინძურეს სჩადიან, რომ მოქალაქეები გაჩუმდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება“, - აცხადებენ ისინი.
მოგვიანებით, ადგილზე გამოჩნდა სპეცრაზმი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.