ბათუმის იუსტიციის სახლთან, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო

ბათუმის იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მართავდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება იყო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის, რომლებიც იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ.
„შემოვედით, ხმამაღლა გაფიცვისკენ მოვუწოდეთ იუსტიციის სახლის თანამშრომლებს. შემოვარდა პოლიცია, მათ შორის შენობაში წინასწარ მობილიზებული ჰყავდათ დაცვის პოლიცია და ძალის გამოყენებით, იძულებით გამოგვიყვანეს გარეთ. როცა ქვეყანაში კანონი არ კანონობს და არაფრის პროტესტს კანონის ფარგლებში აზრი არ აქვს, ჩვენ ერთადერთი პროტესტი ხმაურით და ფიზიკურად შეგვიძლია რომ გამოვხატოთ. ამიტომ, ყოველთვის ვდგავართ იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და აუცილებლად ეს ბრძოლა მივა გამარჯვებამდე, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბონდო თედორაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…