არქივი3 დეკემბერი, 2024, 20:54
ბათუმში, საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.
ამ წუთებში, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება.
ბათუმში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
“პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და დაკავებისას არ ემორჩილებოდა”,- აცხადებს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.