„გამოფხიზლდით“ – ამ ლოზუნგით აჭარის მთავრობის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან პროტესტი გრძელდება

„გამოფხიზლდით, ქვეყანა იღუპება“, – ამ შეძახილებით აჭარის მთავრობის სახლთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მანამდე, აქციის მონაწილეთა ნაწილმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყო.
“ყველამ ერთად შევეცადოთ, ოჯახის წევრებთან ერთად, სტუდენტებთან ერთად ვიბრძოლოთ. დღეს აქციის მსვლელობისას, აგრესიული ადამიანი მანქანით შემოვარდა და პროვოკაციას ცდილობდა, ჩვენ ვართ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები. უწყვეტია ეს საპროტესტო აქციები, აქ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვართ, ჩვენს ხმას აუცილებლად გავაგონებთ. ეს შემართება არის მკაფიო და უკანონობასთან შეგუებას არ ვაპირებთ”, – აღნიშნეს მათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი