ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - ჰაიტის დედაქალაქში პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად, შეიარაღებული დაჯგუფების 30-მდე წევრი დაიღუპა

Reuters - ჰაიტის დედაქალაქში პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად, შეიარაღებული დაჯგუფების 30-მდე წევრი დაიღუპა

ჰაიტის დედაქალაქში პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად, შეიარაღებული დაჯგუფების 30-მდე წევრი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჰაიტის პოლიციის ცნობით, პორტ-ო-პრენსის ერთ-ერთ გარეუბანში შეიარაღებული დაჯგუფება თავდასხმას ცდილობდა, როდესაც პოლიციამ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მათ წინააღმდეგობა გაუწია.
ჰაიტის ეროვნული პოლიციის პრესსპიკერის მოადგილის, ლიონელ ლაზარეს ცნობით, შეიარაღებული დაჯგუფების 30-მდე წევრი დაიღუპა.
„მოსახლეობა ჰაიტის პოლიციის გვერდით იდგა. ისინი ერთად მუშაობას გააგრძელებენ“, - განაცხადა ჰაიტის პოლიციის წარმომადგენელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.