არქივი23 ნოემბერი, 2024, 10:07
Reuters - ბეირუთში, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა

ბეირუთში, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელმა ბეირუთში, ბასტას რაიონში მდებარე რვა სართულიან შენობას დაარტყა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიშის დროს, სულ მცირე, 4 ბომბი ჩამოაგდეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.