ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იორდანიაში, ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად შეიარაღებული პირი დაიღუპა, 3 პოლიციელი კი დაშავდა

იორდანიაში, ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად შეიარაღებული პირი დაიღუპა, 3 პოლიციელი კი დაშავდა

იორდანიაში ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი-დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპულია თავად შეიარაღებული თავდამსხმელი, დაჭრილები კი პოლიციელები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა პოლიციის პატრულს რაბიას რაიონში ცეცხლი გაუხსნა და საპასუხო სროლისას დაიღუპა.
იორდანიის მთავრობის კომუნიკაციების მინისტრმა, მოჰამედ მომანიმ განაცხადა, რომ ეს იყო ტერორისტული თავდასხმა, რომლის სამიზნე ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძალები იყო. მისი თქმით, თავდასხმის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.