იორდანიაში, ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად შეიარაღებული პირი დაიღუპა, სამი პოლიციელი კი დაშავდა

იორდანიაში ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპულია თავად შეიარაღებული თავდამსხმელი, დაჭრილები კი პოლიციელები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა პოლიციის პატრულს რაბიას რაიონში ცეცხლი გაუხსნა და საპასუხო სროლისას დაიღუპა.
იორდანიის მთავრობის კომუნიკაციების მინისტრმა, მოჰამედ მომანიმ განაცხადა, რომ ეს იყო ტერორისტული თავდასხმა, რომლის სამიზნე ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძალები იყო. მისი თქმით, თავდასხმის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია