იპოთეკა და განვადება
შეიყვანე ბანკის წლიური განაკვეთი: ჩვენ მას არ ვვარაუდობთ.
ეს გამოთვლაა და არა შეთავაზება: ბანკი და დეველოპერი პირობებს თავად ადგენენ. შემოწმებულია ეროვნული ბანკის ზღვრები: სესხი ფასის მაქსიმუმ 90% ლარში და 70% დოლარში; 1 000 000 ლარამდე სესხი მხოლოდ ლარშია, თუ შემოსავალი მთლიანად დოლარში არ გაქვს; თვიური შენატანი შემოსავლის 25–50% ლარში (20–30% დოლარში). ფასი ლარში ეროვნული ბანკის კურსით: 1$ = 2.5933 ₾.
პროექტის შესახებ
აღმოაჩინე დომუს ავლაბარი, თანამედროვე მულტიფუნქციური პროექტი თბილისის ისტორიულ უბანში, იალბუზის ქ. N14. მრავალფუნქციური კომპლექსი ორგანულად ერწყმის უბნის უნიკალურ ხასიათს, ქმნის კომფორტულ გარემოს და აერთიანებს საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ სივრცეებს. კომპლექსი მოიცავს: ● A ბლოკი – 23 სართული, 220 ბინა. ● B ბლოკი – 10 სართული: 9 სართული საოფისე სივრცეებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო ქვედა დონეზე გათვალისწინებულია ფუდკორტი. პროექტის უპირატესობები: ● პანორამული ხედები აივნებიდან – ძველი თბილისის შთამაგონებელი გარემო. ● ვიტრაჟული ფანჯრები –ბუნებრივი განათებით სავსე ბინები და ჰაეროვანი ინტერიერი. ● სტრატეგიული მდებარეობა – სასტუმროებისა და კომერციული ობიექტების სიახლოვე. ● ლობი და კონსიერჟი – ყოველდღიური კომფორტი. ● მწვანე სივრცე საბავშვო ზონით – სათამაშოდ და დასასვენებლად. ● ოთხდონიანი ავტოსადგომი - აღჭურვილი EV დამტენის მოწყობის შესაძლებლობით. მშენებლობის ხარისხი და სტანდარტები: ● ენერგოეფექტური მშენებლობა - ნაკლები ზემოქმედება გარემოზე. ● უმაღლესი ხარისხის ალუმინის ვიტრაჟული კარ-ფანჯრის სისტემა, აღჭურვილი მულტიფუნქციური მინებით. ● ორი ჩქაროსნული, ევროპული წარმოების ლიფტი. დომუს ავლაბარი – თანამედროვე სტანდარტების და ძველი თბილისის ატმოსფეროს სინთეზი. იდეალური არჩევანი საცხოვრებლად, სამუშაოდ და საინვესტიციოდ. შენობის არქიტექტურაზე იმუშავა MUA Architecture & Placemaking
აღწერა დეველოპერის საიტიდანაა.
დომუსი
კომპანია დომუსი 2006 წელს დავაარსეთ და მას შემდეგ განუწყვეტლივ მივისწრაფვით სრულყოფილებისკენ. ხარისხი, ინოვაციები და მწვანე არქიტექტურა - ჩვენი მთავარი და უცვლელი ღირებულებებია.
დომუსის ყველა პროექტი (9)მდებარეობა
ნარინჯისფერი — ეს პროექტი, ლურჯი — მსგავსი პროექტები ახლოს. OpenStreetMap-ზე გახსნა
მსგავსი პროექტები — თბილისი
m² მთაწმინდის პარკთან
თბილისი, მთაწმინდა
- ჩაბარება 2026
- ბინა $177 870-დან
- 64,6–352,2 მ²
- 2–5 ოთახი
- თეთრი
m² Highlight
თბილისი, საბურთალო
- ჩაბარება 2027
- ბინა $197 795-დან
- 116,4–141,6 მ²
- 3 ოთახი
- თეთრი
ქავთარაძე
თბილისი, საბურთალო
- ჩაბარება ივნისი 2027
- ბინა $153 131-დან
- 59,7–144,8 მ²
- 2–4 ოთახი
ორთაჭალა
თბილისი, ორთაჭალა
- ჩაბარება ივნისი 2028
- ბინა $130 626-დან
- 53,1–124,6 მ²
- 2–4 ოთახი
წყარო: დეველოპერების ოფიციალური საიტები — პროექტები, ფასები, აღწერები და რენდერები ისეა, როგორც დეველოპერი აქვეყნებს; მოწმდება დღეში ერთხელ. ფასები „-დან“ საწყისია; საბოლოო ფასი, ხელშეკრულება და ნებართვები გადაამოწმე დეველოპერთან. ლარში გადაყვანილია ეროვნული ბანკის კურსით (1$ = 2.5933 ₾, 2026-11-20). სურათები © შესაბამისი დეველოპერი.