ლევან ლორთქიფანიძე
პოლიტოლოგი
გამოქვეყნებული ნიუსები, რომლებშიც ეს პერსონა არის მონიშნული.
“ვიღაცები მართლა გალაკონცერტზე ლოჟაში მოსაკალათებლად დადიან აქეთ-იქით” -. ლევან.ლორთქიფანიძე
„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ მემარცხენეებს უდიდესი როლი მიუძღვით გმირობის მაგალითების შექმნაში და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრ ანტისაბჭოთა აჯანყებას სწორედ დემოკრატიული სოციალიზმის შინაარსი ჰქონდა.
ლევან ლორთქიფანიძე: ეს არის გაჟლეტის, გასრესის წინაპირობა. ამას უნდა მოველოდეთ, მარტო დარჩენილ საქართველოს ნებისმიერ ფორმატში გასრეს რუსეთის იმპერია
მისივე თქმით, მაშინ, როდესაც "ზურგი არ გაქვს, კადრი არ გყავს, იზოლაციაში ხარ და გერმანიის ელჩს ესხმი თავს, ამ პირობებში, არავის გაგზავნა არ სჯობდა, ვინაიდან ეს ნიშნავს რომ 100-0 გაქვს წაგებული“.
“თენგიზ შ. მესამეჯერ ასრულებს ყველაზე შავ სამუშაოს. ჩვენი ბრალია, რომ არასდროს პასუხი არ მოვთხოვეთ” – ლევან ლორთქიფანიძე
პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი მესამედ ასრულებს ყველაზე შავ სამუშაოს ქვეყნის გადასაჩეხად. ლორთქიფანიძე მის წარსულს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმეზე მოსარჩელეს წარმოადგენს.
ლევან ლორთქიფანიძე: საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაც ხომ რაღაცას უნდა ჰგავდეს!!!! უბადრუკი ნაგებობა, რომელიც კაზინოებისა და იაფფასიანი, ბრჭყვიალა სასტუმროების გარემოცვაშია მომწყვდეული
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის წარმოდგენაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები უნდა იყვნენ თამაზ გამყრელიძის, ვერა ბარდაველიძის, ვიქტორ კუპრაძის, მზექალა შანიძის ტიპის, სოციალური ჰაბიტუსის მქონე ადამიანები. ანუ ისინი უნდა იყვნენ ულტრაინტელექტუალები, დახვეწილი ადამიანები, დარგშიც და მის მიღმაც განსაკუთრებული რეპუტაციის მქონე პირები... რომელიმე მათგანი ამ რანგის მეათასედს მაინც თუ წაეთამაშება?
რამაზ საყვარელიძე რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „ამ პარტიების აკრძალვა ხელს შეუწყობს პოლიტიკური ველის გასუფთავებას. შესაბამისად, ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს მიეცემათ შესაძლებლობა, შემოვიდნენ ამ ველზე და ჯანსაღი ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას“
ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, რადიკალური პარტიებისა და მათი ლიდერების აკრძალვა პოლიტიკური ველის გასუფთავებას შეუწყობს ხელს, რაც ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს გამოჩენისა და ხელისუფლებისთვის ოპონირების შესაძლებლობას მისცემს.
“საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნულ პროცესს არაფერი აქვს საერთო სამართალთან” – ლორთქიფანიძე
პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნულ პროცესს არაფერი აქვს საერთო სამართალთან, სამართლიანობასთან ან ქვეყანაში სტაბილურობის დამკვიდრებასთან.
ლევან ლორთქიფანიძე: „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მომავლის კონკრეტული ხედვა აქვს. საქართველო უნდა იქცეს სამოთხედ ბანდიტებისათვის, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლას შეეცდებიან
“ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა შეიძლება განპირობებული იყოს რამდენიმე ფაქტორით. უპირველეს ყოვლისა, შეგახსენებთ, რომ ავტორიტარიზმს სიხარბე ახასიათებს. ავტორიტარულ რეჟიმებს უჭირთ შეჩერება და დროდადრო კიდევ უფრო მეტი სივრცის დაპყრობას ესწრაფვიან, ისინი ვერ კმაყოფილდებიან მოპოვებული ალაფით და მუდმივად გაფართოებაზე ფიქრობენ.
“დეკადანსი, სახელმწიფოს მოსპობა, ივანიშვილის ხელწერა!” – ლევან ლორთქიფანიძე
პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე ეროვნულ ბანკს მწვავედ აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ უწყება კონკრეტული პირის სანქციებისგან დასახსნელად მთელ სისტემას თავდაყირა აყენებს, ხოლო მოქალაქეების ფინანსური კეთილდღეობის ბედი საერთოდ არ ანაღვლებს.
“ვითარება კატასტროფულია – ძალადობისკენ მიდრეკილი, დაუნდობელი ადმინისტრაციის წინაშე ასობით პატიმარი მარტო შეიძლება აღმოჩნდეს”- ლევან ლორთქიფანიძე
პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე საპატიმროებში არსებულ ვითარებასა და პატიმართა მიმართ ძალადობაზე საუბრობს. ის მოითხოვს მე-6 დაწესებულების დირექტორის და ძალადობრივ საქმეში მონაწილე თანამშრომლებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას.
,, ეს არის ეროვნული, ტრადიციების მიმდევარი, პატრიოტი ხელისუფლება? ესენი არიან “სამშობლოიანები”? – ლევან ლორთქიფანიძე
კავკასიის სახლის წევრი ლევან ლორთქიფანიძე აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და საუბრობს ისტორიული ძეგლების მდგომარეობაზე, საგარეო გამოწვევებსა და სახელისუფლებო პოლიტიკის შედეგებზე.