ნათია თურნავა: ინფლაციის მთავარი მდგენელი საგარეო შოკია, ვმუშაობთ, რომ ის შიდა ინფლაციურ პროცესებში არ გადაიზარდოს
ნათია თურნავას განცხადებით, ინფლაციის მთავარი მდგენელი გარე შოკებია, რომლებზეც პირდაპირი ზემოქმედება შეუძლებელია, თუმცა ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკით მათ შიდა ინფლაციურ ფაქტორებად გარდაქმნას ზღუდავს.