რა არგუმენტით ითხოვს „ოცნება“ პარტიების გაუქმებას – „ოპოზიციის აკრძალვის საქმე“ მოკლედ
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს და მათ ხელისუფლების არალეგიტიმურად მიჩნევასა და კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს. ოპოზიცია და ექსპერტები კი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და ქვეყნის ინტერესების დაზიანებაზე საუბრობენ.