პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახალგაზრდებმა „სწრაფად ისწავლეს თავდაცვა ტერორისტული შენაერთებისგან“, თინა ბოკუჩავა და ლევან ხაბეიშვილი კი აქციებზე დაკავებულთა და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების საჯარო განცხადებები წარადგინა, რომლებიც საპროტესტო აქციებსა და დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნებს ეხებოდა.

არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახალგაზრდებმა „სწრაფად ისწავლეს თავდაცვა ტერორისტული შენაერთებისგან“, თინა ბოკუჩავა და ლევან ხაბეიშვილი კი აქციებზე დაკავებულთა და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ
იმედინიუსი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების: ლევან ხაბეიშვილის, მიხეილ სააკაშვილისა და თინა ბოკუჩავას საჯარო განცხადებები წარადგინა, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერის და 2025 წლის იანვარში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და დაკავებულ პირებს ეხებოდა.

გორდულაძის თქმით 2024 წლის 29 ნოემბერს ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ წინააღმდეგობა იქამდე უნდა გაეწიათ, ვიდრე საბოლოოდ არ გაარღვევდნენ. გორდულაძემ ასევე გაიხსენა, თინა ბოკუჩავამ ევროსაბჭოს დელეგაციასთან და საჯარო გამოსვლებში აქციებზე დაკავებულთა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება რომ მოითხოვა.

„2024 წლის 29 ნოემბერს ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: - „დაიკიდეთ ყველა პარტია, უნდა მივაწვეთ, ვიდრე არ გავარღვევთ“. „ხალხს უნდა ესმოდეს, რომ ძალა არის თქვენში. ჩვენ ვართ აქ, მათ შორის, ჯანმრთელობაც, სიცოცხლეც გავწიროთ. დავანგრევთ ამათ, სახეს ავახევთ. გავარღვევთ და გავიმარჯვებთ. ეროვნული წინააღმდეგობაა საჭირო. დაიკიდეთ ყველა პარტია. თუ ვინმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის გამოყენება შეგიძლიათ, გამოიყენეთ. მივაწვეთ“. 2024 წლის 3 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: - „ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზებამ დიდწილად გაუსწრო ვარდების რევოლუციასაც“. გამაოგნებელია და აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება, რომელსაც გადაჭარბების გარეშე მთელი მსოფლიო სულგანაბული ადევნებს თვალყურს. ის ბევრად აღემატება ბელორუსის და ვენესუელელი პროტესტანტების ორგანიზების და წინააღმდეგობის ხარისხს, დიდ წილად გაუსწრო ვარდების რევოლუციასაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენებმა სწრაფად ისწავლეს თავდაცვა ტერორისტული შენაერთებისგან, იმპროვიზაცია და ის, რისი სწავლა ალბათ შეუძლებელია თუ თანდაყოლილი არ გაქვს.

2024 წლის 19 დეკემბერს თინა ბოკუჩავამ განაცხადა – „ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი არ შეეხება ხელისუფლების ლეგიტიმაციას, ამ მისიის მთავარი მანდატი არის ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება“. “ბუნებრივია, ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რასაც ვაყენებთ ამ დელეგაციასთან, არის სწორედ უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება, იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომელთაგან უდიდესი ნაწილი ნაცემი და ნაწამებია რეჟიმის მიერ“. 2024 წლის 29 ნოემბერს ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: - „სამშობლოს სიყვარულისთვის დაჭერილი ხალხი, ციხეში არ უნდა შეხვდეს ახალ წელს“. 2025 წლის 17 იანვარს თინა ბოკუჩავამ განაცხადა: - „გათავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, იქნება ეს ახალგაზრდები, რომლებიც ებრძვიან რეჟიმს, თუ იქნება ეს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც იბრძოდა ქვეყნის თავისუფლებისათვის და ევროპული მომავლისათვის“,- განაცხადა გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილი და თინათინ ბოკუჩავა 2024 წლის აპრილი-მაისის ძალადობრივი აქციებისა და მონაწილეების მხარდასაჭერად საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: “მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ ლიდერები საჯარო მხარდაჭერას უცხადებდნენ ლაზარე გრიგორიადისს, რომლის ნასროლი „მოლოტოვის კოქტეილის“ შედეგად ორმა პოლიციელმა დამწვრობა მიიღო”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები