ზურაბ ჯაფარიძე
პარტია გირჩის ლიდერი
პერსონის ქრონიკა
ზურაბ ჯაფარიძე მედიაში: რაც მეტს წერენ, მით ძლიერია რხევა
12 წყაროდან
გამოქვეყნებული ნიუსები, რომლებშიც ეს პერსონა არის მონიშნული.
"იმის გამორიცხვა, რომ (ხანძარი) ხელოვნურად იყო მოწყობილი, რთულია" - "ფორმულა" ეთერში ხვალ დაბრუნდება
ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორმა მიშა მშვილდაძემ განაცხადა, რომ „დელისის“ ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძრის ხელოვნურად მოწყობის გამორიცხვა რთულია, თუმცა მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. ხანძრის გამო არხმა მაუწყებლობა დროებით შეაჩერა და ეთერში დაბრუნებას ხვალ გეგმავს.
ნინო წილოსანი – „ოპოზიციის ალიანსში“ გადაადგილება შეიძლება ტაქტიკური სვლაა ან რაღაც განხეთქილება, მაგრამ ყველაზე ბოროტ იდეას თითოეული მათგანი დღემდე ერთგულად ემსახურება
პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანის განცხადებით, „ოპოზიციის ალიანსის“ ყველა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია და ისინი ერთმანეთს აბრალებენ, რომ „შავი ლაქაა“, რომელსაც ვერცერთი ვერ ჩამოირეცხავს.
ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატებს შეხვდნენ. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პარტიების აკრძალვით არჩევნები გაუქმდება და ევროკავშირთან დაახლოების შანსი განულდება, ხოლო ზურა ჯაფარიძის თქმით, რეჟიმის უკან დახევა მხოლოდ ქუჩაში ბევრი გაბრაზებული ადამიანის მობილიზებითაა შესაძლებელი.
ზურაბ ჯაფარიძე - იყო პერიოდი, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ საჯაროდ აფიქსირებდა პოზიციას, რომ ალიანსის წევრები იყვნენ, თუმცა არცერთ სამუშაო შეხვედრას არ ესწრებოდნენ, ამიტომ კარგია, რომ საჯაროდ ითქვა ის, რაც დე-ფაქტო რეალობა იყო
ზურა ჯაფარიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის შეხვედრებს დიდი ხანია არ ესწრებოდა და ოპოზიციური ერთობა არ არსებობს. მისი თქმით, თავისუფალი არჩევნების ჩატარება მხოლოდ ქუჩებში ხალხის მობილიზებითაა შესაძლებელი.
„ეს არის კომუნიზმის რევანში 36 წლის შემდეგ“ – პარტიების აკრძალვის საქმის მე-6 დღე
საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისას ოპოზიციონერებმა პროცესს „კომუნისტური რევანში“ უწოდეს, მმართველი პარტიის სარჩელი კი რუსული დოქტრინის გამეორებასა და მრავალპარტიული სისტემის გაუქმების მცდელობაში დაადანაშაულეს.
ვინ არის პარტიების აკრძალვის სხდომის თავმჯდომარე
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე განაცხადა, რომ მათზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს. სტატია მიმოიხილავს მის სამოსამართლო კარიერას, პროკურატურაში დაკითხვებს, ნეპოტიზმის ბრალდებებსა და კავშირს ლევან მურუსიძესთან.
საკონსტიტუციო მომავალ კვირასაც გააგრძელებს ოპოზიციის აკრძალვაზე სარჩელის განხილვას
საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას მომდევნო კვირაშიც გააგრძელებს. თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ სხდომები ყოველდღიურად ჩანიშნა, ხოლო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა, მათ შორის აცილების მოთხოვნა, არ დააკმაყოფილა.