2 დღეში „ოცნების“ მხარდასაჭერად 400 ყალბი ანგარიში შექმნეს – ISFED
„სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ლიდერების ხელოვნურად გასაპოპულარულებლად ორ დღეში 400-ზე მეტი ყალბი ანგარიში შექმნეს. ორგანიზაციის მონიტორინგით, ანგარიშების 97% ერთი ცენტრიდან იმართება და უმრავლესობა AI-ით გენერირებულ ფოტოებს იყენებს.